კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის მეუღლე თვითმკვლელობით იმუქრება

16 ივლისი, 2009

პატიმარმა სლავა ბუკავაძემ პროტესტის ნიშნად ციხეში პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო. ამის გამო მისი მეუღლე თავის მოკვლით იმუქრება.

ნათია ჯაში, სლავა ბუკავაძის მეუღლე: „მათი მდგომარეობის გასაგებად, უსახსრობის გამო საპყრობილეში ვერც ჩვენ მივდივართ და ვერც ადვოკატს ვაგზავნით. არ გვაქვს საშუალება, შვილებს ხომ არ გავყიდი? პროკურორს ვთხოვთ, დაგვეხმაროს სიმართლის პოვნაში, თორემ თავს მოვიკლავ. ბენზინი უკვე ნაყიდი მაქვს“.

ეროვნებით ქურთი სლავა ბუკავაძე, მისი ძმა, რუსლან ბუკავაძე და მეგობარი ნიკა ხრუშოვი ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით გასულ წელს გაასამართლეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე როინ კახიძემ ძმებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა  და ჯარიმის სახით 7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. განაჩენი უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მარინა სირაძემაც. სლავა ბუკავიძემ შიმშილობის შესახებ გადაწყვეტილებას წორედ ამის შემდეგ მიიღო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები