კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია იმ პირთა დასახელებას ითხოვს, რომლებსაც 15 ივნისის ინციდენტის შედეგად დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ

17 ივლისი, 2009

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირთა ვინაობის გამჟღავნებას სთხოვს, რომლებსაც   მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის განმარტებით, 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

სამინისტროსადმი შესაბამისი მიმართვიდან უკვე ერთი თვე გავიდა, თუმცა ზემოაღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმად ითვლება.

 საია-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და ინფორმაციის დაუყოვნებლივი გაცემა მოითხოვა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, იცოდეს, ვინ დაისაჯა 15 ივნისს შსს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი დარბევის გამო, როდესაც მრავლობითი დაზიანება მიიღო ათეულობით მოქალაქემ. 

„გარდა ამისა, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაამართლებდა შსს-ს მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობით დასჯილი პირების ვინაობის გასაიდუმლოებას. მითუმეტეს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო მოხელეების ქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქმედება ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მუდმივად უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების მსჯელობისა და კრიტიკის საგანს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა, თუ არსებობს ამ მუხლში მოცემული საგამონაკლისო გარემოებები“, - აღნიშნავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები