კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტმა მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადებაზე უარი თქვა

17 ივლისი, 2009

ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ არსებული კანონპროექტის გადადება პროცედურული წუნის საფუძვლით მოითხოვა. 
„ქრისტიან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, თუმცა ბიუროს ამის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ვეფხვაძეს მაშინვე უპასუხეს უმრავლესობის წევრებმა და აღნიშნეს, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება და ყველა პროცედურა არის დაცული. 

ამის შემდეგ ლევან ვეფხავაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მოულოდნელად გამართვა დაასახელა მიზეზად, სადაც მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშრებით პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს; არგუმენტი  კი,  რეგლამენტითაც გაამყარა და დეპუტატებს რეგლამენტიდან კომიტეტის  სხდომის დანიშვნის წესი წაუკითხა. 

კერძოდ, დეპუტატებს კომიტეტის დანიშვნის თაობაზე უნდა ეცნობოთ ორი დღით ადრე, აგრეთვე, ორი დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია ვებგვერდზე. „ეს პროცედურა არ იყო დაცული“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი ახვლედიანმა კი, განხილვის გადადების ერთ-ერთ საფუძვლად კანონპროექტში დამატებული ახალი თავი დაასახელა, რომლის თანახმადაც კანონპროექტს ემატება, რომ ადმინისტრაციული სასჯელის გასაჩივრება შესაძლებელი ხდება.

ახვლედიანის თქმით, მათი სურვილია,  ეს საკითხი კარგად იყოს განხილული არასამთავრობო ორგანიზაციებთან, წარმოდგენილი იყოს შენიშვნები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს  მიღება.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის მიერ მიიღება და უკეთესი იქნება, თუ ამ ერთ ადამიანს დაელოდებიან პარლამენტში – ორშაბათს პრეზიდენტს, მოისმენენ მის აზრსაც და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა.

ოპოზიციის არგუმენტებისა და საპარლამენტო უმრავლესობის პასუხების შემდეგ დავით ბაქრაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის გადადების საკითხი კენჭისყრაზე დამდგარიყო.

კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ კი საკითხის გადადებას მხოლოს დარბაზში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი, რომლებიც უმცირესობაში იყვნენ.  შესაბამისად, პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული პაკეტის განხილვა და მიღება დღევანდელ რიგგარეშე სახდომაზე მოხდება.

წყარო „ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები