კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს, მანიფესტაციების მოწყობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადოს

17 ივლისი, 2009

საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართავს, მანიფესტაციების მოწყობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი არ მოაწეროს და პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის შესახებაც ოპოზიციონერი დეპუტატები 20 ივლისს პრეზიდენტთან დებატებს გამართავენ, სწორედ მანიფესტაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი იქნება.  აღნიშნულ კანონპროექტზე დებატები პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაგრძელდა. „ქრისტიან-დემოკრატებმა“ უკმაყოფილება ამჯერად პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვეს. საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტი საბოლოო – მესამე მოსმენით იხილავს. „ქრისტიან-დემოკრატებმა“ მოითხოვეს, რომ მესამე მოსმენით აღნიშნული პაკეტის განხილვა  მომავალი კვირისთვის გადადებულიყო. საკანონმდებლი პაკეტის გადადების საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭის ყრაზე დააყენა, თუმცა ხმათა უმრავლესობით „ქრისტიან-დემოკრატების“ მოთხოვნა გათვალისწინებული არ იქნა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები