კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაირამოვების ოჯახი ექიმ გია ალადაშვილს უჩივის

20 ივლისი, 2009

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ბაირამოვების ოჯახი, რამდენიმე დღის წინ, 30 წლის ქარან ბაირამოვას გარდაცვალებაში რკინიგზის საავადმყოფოს ექიმს გია ალადაშვილს ადანაშაულებს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ქარან ბაირამოვას მაგისტრალური ვენების ვარიკოზული გაგანიერება სჭირდა, რის გამოც მას ოპერაცია გია ალადაშვილმა 5 ივლისს გაუკეთა, 9 ივლისს კი პაციენტი გარდაიცვალა. ბაირამოვების თქმით, ექიმმა ოპერაცია არასწორად ჩაატარა და ქარან ბაირამოვას სიკვდილი სწორედ ამან გამოიწვია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრთა ბრალდებებს ექიმი გია ალადაშვილი უარყოფს. მისი თქმით, მან დაღუპულის ოჯახის წევრებს, სიკვდილის მიზეზების დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება შესთავაზა, რაზედაც ოჯახმა უარი თქვა.

ბაირამოვები აპირებენ, მომხდარის გამოძიების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიმართონ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები