კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზმა მილიციელმა ნაბაკეველი ქართველი დაჭრა

21 ივლისი, 2009

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაჭრილია ადგილობრივი მაცხოვრებელი ედუარდ ფარცვანია. დაზარალებული ამბობს, რომ მას აფხაზმა მილიციელებმა ესროლეს. გვიან ღამით რუსი ოკუპანტებისა და აფხაზი მილიციელების დაპირისპირების შემდეგ, სოფელში მდგომი აფხაზური მილიცია იძულებული გახდა, ტერიტორია საერთოდ დაეტოვებინა.

უკან დახევის დროს სეპარატისტებმა რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს მანქანის წართმევა დაუპირეს. სოფლის მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რასაც აფხაზმა მილიციელებმა რამოდენიმე გასროლით უპასუხეს.

დაჭრილი ფარცვანია ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილს სასწრაფოდ ოპერაცია უტარდება. ექიმები ამბობენ, რომ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ავადმყოფს  მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული, მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია“, - აღნიშნა ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა პაატა გოგიამ.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები