კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ ოპოზიციის შვიდი აქტივისტი დააკავა

21 ივლისი, 2009

ექვს ახალგაზრდა ოპოზიციონერ აქტივისტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო ერთს 400-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა მას შემდეგ, რაც შვიდივე პოლიციამ 20 ივლისს პარლამენტის გვერდითა შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მსვლელობის დროს დააკავა.

ახალგაზრდული მოძრაობა ”შემოგვიართდის” წევრები საპროტესტო აქციას პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის წინ მართავდნენ. ისინი ტროტუარზე ისხდნენ და საპროტესტო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

შსს-ს ცნობით, ახალგაზრდები საპატრულო პოლიციამ ”პარლამენტის ბლოკირების, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე” დააკავა.

”საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუსაჯა პატიმრობა: გიორგი ბერულავას 12 დღით, მელორ ვაჩნაძეს 14 დღით, დათო  კოჩიევს 14 დღით, ედუარდ ხუხუნეიშვილს 12 დღით, თენგიზ დობორჯგინიძეს 12 დღით, ბადრი გოგიას 14 დღით, ხოლო  გიორგი დევნოზაშვილს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, 400 ლარის ოდენობით,”- ნათქვამია შსს-ის ინფორმაციაში.

წყარო: „სივილ ჯორჯია“

ახალი ამბები