კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რესურს-ცენტრის უფროსი სკოლის დირექტორებს მასწავლებლებად ნაცმოძრაობის აქტივისტების დანიშვნას ავალდებულებს

22 ივლისი, 2009

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი სკოლის დირექტორებს მასწავლებლებად ნაცმოძრაობის აქტივისტების დანიშვნას ავალდებულებს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რამდენიმე სკოლის დირექტორმა აცნობა, რომელთაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვეს.

დირექტორების თქმით, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სკოლებში ვაკანტური ადგილი, მათ იმ პირების მასწავლებლებად დანიშვნას ავალებს, რომლებიც მმართველი პარტიის აქტივისტები არიან. „როცა რესურს-ცენტრის უფროსს ვუთხარი, რომ სკოლაში თავისუფალი ადგილი არ მაქვს და მწირი ბიუჯეტის გამო ვერც შტატს დავამატებ-მეთქი, მითხრა, ეს დავალებაა, რომელიც ზემოდან მოდის და უნდა შეასრულოო. თავისუფალი ადგილი თუ არ გაქვს, ოპოზიციის მხარდამჭერი პედაგოგები რომ გყავს, ისინი გაათავისუფლეო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გაბიტაშვილი ამგვარ მითითებებს და დავალებებს გვაძლევს“, - განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა.

ამ ინფორმაციას გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი უარყოფს.

საგულისხმოა, რომ ლალი გაბიტაშვილი გურჯაანის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსად 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა. იმ დროისთვის სახელისუფლებო პარტიიდან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს გაბიტაშვილი საჯარო სკოლებში დაჰყვებოდა და მასწავლებლებს ავალდებულებდა ხმა ნაციონალური მოძრაობისთვის მიეცათ.

ლალი გაბიტაშვილი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის კადრია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები