კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული მედიის წარმომადგენლების ერთმა ნაწილმა ჯოზეფ ბაიდენისა და მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვა მიიღო

22 ივლისი, 2009

ქართული მედიის წარმომადგენლების ერთმა ნაწილმა დღეს, სახალხო დამცველის ოფისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვა მიიღო.

ავტორების განცხადებით, მიმართვაში ჩამოთვლილია ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ქართული მედიის წინაშე დგას და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის დაცვაში ქართველი ჟურნალისტები დახმარებას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს სთხოვენ.

მიმართვა შედგება ოთხი პუნქტისგან. პირველ პუნქტში ჟურნალისტების აღნიშნული ნაწილი ითხოვს ტელეარხების გათავისუფლებას სახელმწიფოს წნეხისგან, ასევე, გამჭვირვალობას ტელეკომპანიების დამფუძნებლების შესახებ და სატელევიზიო არხების ქონების გადანაწილებასა და შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობას მოითხოვენ.

მეორე პუნქტში მედიის წარმომადგენლები ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ და მოითხოვენ, „იმედი“ გადაეცეს  პატარკაციშვილების ოჯახს, რომელიც მათ უკანონოდ ჩამოერთვათ.

მესამე პუნქტში მედია ითხოვს, შეწყდეს პრესის დისტრიბუციის მონოპოლიზების მცდელობა და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება, იმუშაონ დამოუკიდებლად, ზეწოლისა და მოსალოდნელი დასჯის შიშის გარეშე.

ბოლო, მეოთხე პუნქტში მედიის წარმომადგენლები ითხოვენ ყველა იმ თავდასხმის გამოძიებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში ქართველ ჟურნალისტებზე. ეს იყო 6 მაისის, 15 ივნისის, ასევე, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ მედიის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტების სასწრაფო გამოძიებას, მათ შეფასებასა და დამნაშავეების დასჯას სთხოვენ.

„ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, გთხოვთ დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხებით და შეაფასოთ ზემოთ აღნიშნული საკითხები, რაც იქნება ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენს მიერ შეტანილი წვლილი ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის გაძლიერების საქმეში“, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელი მოაწერეს ბეჭდური მედიის, საინფორმაციო სააგენტოების, რადიოებისა და მხოლოდ ორი ტელეკომპანიის „კავკასიისა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელებმა.

რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „რუსთავი 2“-სა და ტელეკომპანია „იმედს“, მათი წარმომადგენლები აღნიშნულ მიმართვას არ უერთდებიან. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წარმოადგენდა მხოლოდ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელმაც აღნიშნულ მიმართვას ხელი მოაწერა.

შეხვედრას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. მან აღნიშნა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჟურნალისტების ეს მონდომებაც, გააცნონ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ქართული მედიის პრობლემები, მისასალმებელია.

აღნიშნულ შეხვედრაზე ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა წამოაყენა ინიციატივა, სექტემბერში შეიქმნას მედია-გაერთიანება, რომელიც დაიცავს ჟურნალისტების უფლებებს და ასევე აირჩეს მედია-ომბუდსმენი, რომელსაც მიენიჭება უფლებამოსილება, მედიის იმ ნაწილის უფლებები დაიცვას ყველა დონეზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართველ ჟურნალისტთა უფლებები და თავისუფლებები საქართველოში ტოტალურად ირღვევა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი"

ახალი ამბები