კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლეხები მთავრობის საკანონმდელო ინიციატივას აპროტესტებენ

27 ივლისი, 2009

კახელი გლეხები საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სარწყავი წყლის დატაცებისათვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტის თანახმად, რომლის განხილვასაც მთავრობა დაჩქარებული წესით ითხოვს, სარწყავი წყლის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან სარწყავი წყლის დატაცება, ასევე, სამელიორაციო ასოციაციებისთვის მიწოდებული წყლის თვითნებურად მოხმარება, ფიზიკური პირის 250, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„სარწყავი წყლით სარგებლობის გადასახადი ძვირია და მატერიალური გაჭირვების გამო, ხშირ შემთხვევაში ბოსტნებს უნებართვოდ ვრწყავთ, რათა მოსავალი მოვიყვანოთ, რომ მშივრები არ დავრჩეთ. ჯარიმების დაწესების შემთხევაში ნაკვეთებს ვეღარ მოვრწყავთ და შიმშილით დავიხოცებით“, - აცხადებენ გლეხები

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები