კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა სამსახურის ბიუჯეტიდან შვილს მანქანა უყიდა

28 ივლისი, 2009

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მარიეტა გონაშვილმა სამსახურის ხარჯებით ”ოპელის” მარკის მანქანა შეიძინა, რომელიც შესყიდვისთანავე მისი შვილს გადასცა და უკვე სამი თვეა ავტომანქანით ნიკა გონაშვილი სარგებლობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მანქანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს არ ემსახურება, საწვავით მომარაგებისათვის თანხები ჯანდაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან არის გაწერილი.

ადგილობრივების განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მანქანა მის შვილს ქირწინის დღეს გადასცა. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვისათვის გონაშვილისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. მარიეტა გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თენგიზ გონაშვილის დაა.

- ”რაში გაინტერესებთ რას ვიყიდი, როგორ ვიყიდი და ვის გადავცემ. რა ყველაფერში ცხვირს ჰყოფთ”, - განაცხადა მარიეტა გონაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში და ტელეფონი გათიშა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები