კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართულ საზღვრისპირა სოფელს აზერბაიჯანი ეპატრონება

31 ივლისი, 2009

საქართველო კიდევ ერთ ქართულ სოფელს კარგავს, ოღონდ, ამჯერად არა რუსული აგრესიისა და შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიცია აღარ აკონტროლებს.

სასაზღვრო პოლიციის გამშვები პუნქტი სოფლის შესასვლელშია განთავსებული და ერისიმედის მაცხოვრებლებს თუ ამ სოფელში შესვლის მსურველ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, იქ პასპორტების წარდგენისა და სპეციალური რეგისტრაციის გარეშე არ უშვებენ.

„სოფლიდან სიღნაღში წასვლა თუ მოვახერხეთ, სახლში დაბრუნებაზე პრობლემები გვაქვს. სასაზღვრო პოლიციამ გამშვები პუნქტი სოფლის შემოსასვლელში ჩადგა და თუ პასპორტი დაგვავიწყდა, სოფელში აღარ გვიშვებენ. ამას წინათ, რძალი მესტუმრა ქობულეთიდან. ძმისშვილი ახლდა თან და ბავშვი სოფელში არ შემოუშვეს, პასპორტი არ გაქვს და საზღვრის გადაკვეთის უფლებას ვერ მოგცემთო. რა უნდა იქ საზღვარს? ისეთი სიტუაციაა, გვგონია, რომ სოფელი ერისიმედი სიღნაღის რაიონს და საქართველოს კი არა, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეკუთვნის. ფაქტობრივად, ამ მდგომარეობაში ვართ“, - აცხადებს ერისიმედის მკვიდრი თალიკო მახარაძე.

სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს უფროსის დემურ კეკენაძის განცხადებით, სასაზღვრო პოლიციას გამშვები საკონტროლო პუნქტი სოფლის შესასვლელში იმიტომ აქვს განთავსებული, რომ ზემოდან აქვთ ასეთი ბრძანება მიღებული.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები