კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პიტერ სემნები - ევროკავშირის მისიის გაფართოებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

31 ივლისი, 2009

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ სოხუმში გუშინდელი შეხვედრების შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

მან განაცხადა, რომ სოხუმში შეხვდა სერგეი ბაღაფშს, სერგეი შამბას,  სტანისლავ ლაკობას და საზოგადოების წარმომადგენლებს.

სემნებიმ აღნიშნა, რომ სურდა, ენახა, როგორი იყო ახალი სურათი მას შემდეგ, რაც გაერო-ს მისიამ დატოვა ტერიტორია და როგორ შეიძლება ევროკავშირმა გააგრძელოს მუშაობა სტაბილურობისთვის.

ევროკვაშირის წარმომადგენლის განცხადებით, საუბრის დროს გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რომლებსაც   სიფრთხილით მიდგომა სჭირდება.

კითხვაზე, არის თუ არა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მზად, ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეყვანისთვის, სემნებიმ  უპასუხა, რომ მისიის წევრების კონფლიქტის ზონაში შესვლა ყველა მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს.

„ჩვენი მიზანია, რომ კონფლიქტის ზონებში აუცილებლად შევიდნენ მონიტორები. შეინიშნება გარკვეული პოზიტიური განვითარებებიც. კონკრეტულად საკმაოდ წარმატებული შეხვედრებია ინციდენტების პრევენციის ჯგუფის ფორმატში“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება დამკვირვებლების მისიის მანდატში ამერიკული მხარის შესაძლო ჩართვას; როგორც პიტერ სემნებიმ განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული მოლოდინი ქართული მხარიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მისიის მანდატში მესამე მხარე ჩაერთოს.

„მისიის გაფართოებაზე ამ ეტაპზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მესამე მხარის ჩართვაზე, შესაძლებელია, დისკუსია შედგეს. პირველ რიგში, აუცილებელია   შესწავლილი იყოს, არსებობს თუ არა მანდატში მესამე მხარის ჩართვის აუცილებლობა“, - განმარტა ევროკავშირის წარმომადგენლემა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები