კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრავალშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი

31 ივლისი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ბიაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. 22 ივლისს ძლიერი ქარის დროს ბიაშვილების საცხოვრებელი სახლი, რომელიც მათ ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენდა, მთლიანად დაიწვა. მეათე დღეა ბიაშვილების ოჯახი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.

ბიაშვილების ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნული საარსებო შემწეობაა.

თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ლიანა ბიაშვილმა დახმარებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი განმარტავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია თავშესაფრის გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინით უზრუნველყოს.

„ევროპის სოციალური ქარტიის რატიფიცირების შედეგად საქართველოს სახელმწიფომ სავალდებულოდ აღიარა ოჯახის სიღატაკისგან დაცვის და ოჯახის სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება. ამ ქარტიის მე-16 მუხლი ადგენს: „საზოგადოების ძირითადი უჯრედის – ოჯახის სრული განვითარების აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ოჯახის ეკონომიკური, იურიდიული და სოციალური დაცვა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ოჯახის უზრუნველყოფა ბინით და სხვა შესაბამისი შეღავათები“, - აღნიშნავს მთივლიშვილი.

შესაბამისი წერილით უფლებადაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ადგილობრივ ხელისუფლებას დღეს მიმართა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები