კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ სს საქმის აღძვრას ითხოვს

3 აგვისტო, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

საქმე ისაა, რომ გასულ კვირას, ხუთშაბათს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თელავის და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ავტომანქანები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს.

„პოლიციის თანამშრომლებს ოპოზიციური პარტიის წევრებისთვის მანქანის ჩამორთმევის დროს არ განუმარტავთ ქმედების განხორციელების მიზეზები და ადგილზე არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგენიათ, ისე გადაიყვანეს ორივე მანქანა საჯარიმო ავტოსადგომზე. მომდევნო დღეს, სამართალდამცავებმა მანქანების მესაკუთრეები 10-10 ლარით დააჯარიმეს, გადაახდევინეს მანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის ქირა და ავტომობილები დაუბრუნეს. აშკარაა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხელმძღვანელობის უკანონო დავალებებს ასრულებდნენ. ამასთან ერთად, მათ გადააჭარბეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა“, - აღნიშნეს უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის რეგიონულ ოფისში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები