კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფიქრია ჩიხრაძე: „რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტები აბსოლუტურად დაუცველები არიან“

11 აგვისტო, 2009

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტები აბსოლუტურად დაუცველები არიან.

ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ამაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც „მემარჯვენეებმა“ რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

„ბოლო დროს, საქართველოს რამდენიმე რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს და რეგიონული საინფორმაციო საშუალებების რედაქტორებს შევხვდით. შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონული მედია ძალიან კომპეტენტურია, მაგრამ ამავე დროს, უნდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას აკრიტიკებენ, აბსოლუტურად დაუცველები არიან. თბილისში, ჟურნალისტებზე ზეწოლის შემთხვევაში კიდევ ხერხდება რაღაც ფორმებით მათი დაცვა ან ძალადობის პრევენცია. რეგიონებში ზეწოლის უფრო მეტი საშუალება არსებობს და ბევრი ფაქტი საერთოდ არ ხმაურდება. მაგალითად, კახეთში რეგიონული სტრუქტურების წარმომადგენლებს საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ, რეგიონული მედიის მუშაობაში ჩაერიონ და ჟურნალისტები აკონტროლონ“,- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები