კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა კიდევ ერთი დამცველი მოკლეს

11 აგვისტო, 2009

რუსეთის პროკურატურის  საგამოძიებო  კომიტეტის ჩეჩნეთის საგამოძიებო სამმართველში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული არასამთავრობო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ თაობა“ წარმომადგენლის ზარემა სადულაევასა და მისი მეუღლის ალიკ ჯაბრაილოვის მკვლელობის ფაქტზე. 

მათი ცხედრები დღეს გამთენიისას გროზნოში, ზავოდსკოი რაიონში, ავტომანქანის საბარგულში იპოვეს. ზარემა სადულაევასა და ალიკ ჯაბრაილოვს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.

საქმე აღძრულია მკვლელობისა და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით. 

ჩეჩნეთში გასულ თვეს, კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა მოხდა. 15 ივლისს გაიტაცეს და შემდეგ მოკლული იპოვეს უფლებათადაცვის ცენტრის „მემორიალის“ თანამშრომელი ნატალია ესტემიროვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები