კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მელორ ვაჩნაძეს 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

11 აგვისტო, 2009

ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის “შემოგვიერთდით’’ ერთ-ერთ ლიდერს მელორ ვაჩნაძის ადვოკატის განცხადებით, ვაჩნაძეს 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მისი თქმით, ვაჩნაძის მიმართ ორი წლის წინ დახურული საქმე განახლდა, რომელიც დანაშაულის არ არსებობის გამო დახურული იყო. ადვოკატის შეფასებით, ამ საქმის განახლება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იდევნებიან ქვეყანაში ოპოზიციის მხარდამჭერები.

კორკოტაძის განცხადებით, ორი წლის წინ მელორ ვაჩნაძემ გაყიდა მეუღლის კუთვნილი ავტომანქანა, თუმცა, მყიდველმა მას თანხის ნახევარი გადაუხადა და  მოურიგდა, რომ ნახევარს რამდენიმე დღეში გადაუხდიდა. ამის შემდეგ მან მალევე დაამტვრია ეს მანქანა და ვაჩნაძემ მას დარჩენილი ნახევრის გადახდა მოსთხოვა და შესთავაზა, რომ თუ არ გადაუხდიდა, მანქანა უკან დაებრუნებინა. მან ავტომანქანა დააბრუნა, რომელიც ვაჩნაძემ შეაკეთა და გაყიდა.

„პიროვნება, რომელმაც მელორისგან მანქანა იყიდა და თანხა არ გადაუხადა, სოდ-ის თანამშრომელი გამოდგა, რომელიც ვაჩნაძეს ავტომანქანის წართმევაში ადანაშაულებს“, - განაცხადა ადვოკატმა. კორკოტაძის თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციონერების დევნასა და უკანონო დაჭერებზე მეტყველებს.

მელორ ვაჩნაძე მოძრაობის “შემოგვიერთდით’’ სხვა წევრებთან ერთად პარლამენტის პიკეტირებისას 20 ივნისს დააკავეს და 14-დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდა, თუმცა, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები