კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგადასახადო ცენტრი TV 25-ის წინააღმდეგ

13 აგვისტო, 2009

ბათუმის საქალაქო სასამართლომ TV 25-სა და საგადასახადო რეგიონალური ცენტრის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილავს. სარჩელს საფუძვლად დაედო  საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი მოთხოვნა - 2004 წლის 1 სექტემბერს შედგენილი აქტი, რის საფუძველზეც ტელეკომპანიას საგადასახადო ინსპექცია 277 000 ლარს ედავება. TV 25-ის ვალი სახელმწიფოსადმი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო და მოითხოვა ახალი შემოწმების ჩატარება. თუმცა, საგადასახადოს რეგიონალურმა ცენტრმა ეს არ გაითვალისწინა და ტელეკომპანიას დღესაც იგივე აქტის საფუძველზე ედავება და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დამატებითი ჯარიმებით ემუქრება.

მერაბ მერკვილაძე, ტელეკომპანიის ხელმძღვანელი: „ეს იყო რევოლუციამდელი ვალი, როცა წილის 51% უშიშროების მაშინდელ მინისტრს სოსო გოგიტიძეს ეკუთვნოდა. ეს აქტი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო და დღეს ამ ვალს უკანონოდ ისევ გვედავებიან".

საქმეს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები