კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს საგარეო უწყება პოლონეთში ქართველების შიმშილობის ფაქტს ეხმაურება

14 აგვისტო, 2009

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში ოცი ქართველის მიერ შიმშილობის დაწყებას ეხმაურება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა კალანდაძემ განმარტა, რომ გუშინ, დაახლოებით, 13:00 საათზე დევნილის სტატუსის მიღების მოთხოვნით დროებითი  განთავსების ბანაკებში მყოფმა ოცმა ქართველმა აქცია დაიწყო. კალანდაძე განმარტავს, რომ შიმშილობის აქცია ოფიციალურად გამოცხადებული არ არის და მოქალაქეების მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ საკვებზე აცხადებენ უარს.

ამასთან, დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  ოცივე მოქალაქე პოლონეთის საზღვარზე სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. შემდეგ მათ დაწერეს განცხადება, სადაც დევნილის სტატუსს ითხოვენ.

განცხადებას პოლონეთის სასამართლო განიხილავს, თუმცა კალანდაძე  დევნილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას გამორიცხავს, რადგან არც ერთი მათგანი საქართველოდან რაიმე ნიშნით დევნილი არ არის. გარდა ამისა, 6-7 პირის საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და ისინი დეპორტაციას დაუქვემდებარა.

საქართველოს  საელჩოს თანამშრომელები აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, პოლონეთის მთავრობის ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოლონეთში ალალეგალურად შესვლის ფაქტები გახშირდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები