კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ახალი მემარჯვენეების“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს აღმკვეთი ღონისძიება თავისუფლებით შეეცვალა

18 აგვისტო, 2009

„ახალი მემარჯვენეების“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას აღმკვეთი ღონისძიება თავისუფლებით შეეცვალა, - ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს ქუთაისის სასამართლოში მოულოდნელად დაინიშნა სხდომა, სადაც ჯობავას აღმკვეთი ღონისძიება თავისუფლებით შეეცლა, თუმცა ძიება გაგრძელდება.

„მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ეს საქმე სამართლიანად მივა ბოლომდე და უდანაშაულო ადამიანი არ იქნება დასჯილი პოლიტიკური შეხედულების გამო. ასევე, მინდა ვირწმუნო, რომ ეს არის პირველი დადებითი შედეგი ამ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონეზე. ვფიქრობ, ეს პროცესი შეუქცევადად გაგრძელდება და ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონდ არის დასჯილი, პოლიტიკური შეხედულების მსხვერპლი არ აღმოჩნდება“, - აღნიშნა ჩიხრაძემ.

აღსანიშნავია, რომ ოდიშერ ჯობავას საქმე შესულიყო იყო იმ სიაში, რომელის შს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს წარუდგინა.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ოდიშერ ჯობავა, დაახლოებით, თვენახევის წინ ხობის გზაზე დააკავეს. „უცებ აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა იარაღი, ნარკოტიკული საშულება, იყო ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს იყო ცილისწამება, ბლეფი და უსამართლობა“, - აცხადებას ჩიხრაძე.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები