კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ გურჯაანის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

20 აგვისტო, 2009

სოფელ გურჯაანის მოსახლეობამ გუშინ დაკავებული გლეხების გივი და ალექსანდრე პაპალაშვილების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და იმ შემთხვევაში თუ არ გაათავისუფლებენ, სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს გურჯაანის პოლიციის შენობასთან დაიწყებს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მზია ხუროშვილმა განაცხადა, რომ პოლიციამ პაპალაშვილები უკანონოდ დააკავა. „წესიერი და მშრომელი ხალხია. ქურდმა ატმის მოპარვის ფაქტი თავისი ნებით აღიარა და ეს ხელწერილშიც დაადასტურა. კოჭლამაზაშვილის აღიარებას მეც ვესწრებოდი. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. გაოცებულები ვართ იმით, რაც ამ უსამართლო ქვეყანაში ხდება. დანაშაულთან ბრძოლის მაგივრად, პოლიცია უდანაშაულო ადამიანებს აკავებს“,- აღნიშნა აქციის მონაწილემ.

როგორც ცნობილია, გივი და ალექსანდრე პაპალაშვილები პოლიციამ გუშინ დააკავა. მათ სოსო კოჭლამაზაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებენ.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სოსო კოჭლამაზაშვილის დედა, თინა კოჭლამაზაშვილი. „ჩემი შვილი ახლა თბილისშია და მკურნალობს. სახლში ნაწამები მოვიდა. მას ატამი არ მოუპარავს და არც ქურდობის დროს დაუჭერიათ. ღირსები არიან პაპალაშვილები, რომ ციხეში წავიდნენ“, - ამბობს თინა კოჭლამაზაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები