კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს

20 აგვისტო, 2009

შს სამინისტროს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რატი მილორავა,   ვალერი კირვალიძე,   სერგო ბესელია და როინ ცაგარელი დააკავეს.

რატი მილორვა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, ეკე ბესელიას შვილია, სერგო ბესელია კი - მისი ძმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დასახელებულმა პირებმა 2009 წლის 19 აგვისტოს ქობულეთში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით ჯაფარიძეს. დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტი დაიწყო „ბარ ელზაში“, ამ დროს მას და მის მეუღლეს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტი  გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რის შედეგადაც  კაფის თანამშრომლებმა  გამოძახეს პოლიცია.

როგორც შს სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნული, ეჭვმიტანილებმა დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები