კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხედრო ამბოხში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს დაიწყება

21 აგვისტო, 2009

სამხედრო ამბოხში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს დაიწყება.
ერთ-ერთი განსასჯელის, ლევან ამირიძის ადვოკატის რამინ კვარაცხელიას განცხადებით, საქმე გამოძიებამ თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გადააგზავნა.

„წინასწარი გამოძიების დროს საქმის მასალებს ვერ გავეცანი. გამოძიება ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა და დასრულების შემდეგ საქმე პირდაპირ სასამართლოში გადააგზავნეს. თუ მასალების გაცნობას ვერ მოვასწრებ, მაშინ პროცესის გადადებას მოვითხოვ“,-განაცხადა კვარაცხელიამ და აღნიშნა, რომ საქმეში ათეულობით განსასჯელი, სამხედრო და სამოქალაქო პირია. მათი სასამართლო პროცესი ერთად ჩატარდება.

განსასჯელებს ბრალად ედებათ ხემძღვანელობის დაუმორჩილებლობა, რომელიც 7-12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და სამხედრო ამბოხი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ჯამში მათ 27 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ლევან ამირიძე, კობა ოთანაძესთან ერთად, 21 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა ამავე დანაშაულში ძებნილი გია კრიალაშვილის ლიკვიდაცია მოახდინეს.

მათ მუხროვანში 5 მაისს მომხდარ სამხედო ამბოხში ბრალი ედებათ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები