კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შალვა რამიშვილი პატიმრობიდან ხვალ თავისუფლდება

25 აგვისტო, 2009

ფულის გამოძალვაში მსჯავრდებული, ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პატიმრობიდან ხვალ თავისუფლდება.

როგორც მსჯავრდებულის მეუღლემ, თეა აბაშმაძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების რუსთავის #2 დაწესებულებას რამიშვილი ხვალ, 11:30 საათისთვის დატოვებს.

„ოჯახის წევრები რუსთავის ციხიდან შალვას გათავისუფლებას 11:00 საათიდან დაველოდებით“,- აღნიშნა აბაშმაძემ.

შალვა რამიშვილს პატიმრობის 4-წლიანი ვადა ხვალ ეწურება. მას ყოფილი პარლამენტარის კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვაში დაედო მსჯავრი.
რამიშვილი ფულის გამოძალვის ფაქტზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომლებმა, „202“- ის კიდევ ერთ დამფუძნებელ დავით კოხრეიძესთან ერთად, 2005 წლის 26 აგვისტოს დააკავეს.  დავით კოხრეიძე პრეზიდენტმა შეიწყალა, რამიშვილმა კი შეწყალებაზე უარი განაცხადა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები