კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი ლევან გოგიჩაიშვილის პროცესიდან გააძევა

25 აგვისტო, 2009

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ლევან გოგიჩაიშვილის პროცესიდან მოსამართლე დავით ჯუღელმა „კონსერვატორების“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი გააძევა.

ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ფორმალურ მიზეზად მოსამართლემ დარბაზში წესრიგის დარღვევა დაასახელა, თუმცა ჩხარტიშვილი ამ ფაქტს პოლიტიკას უკავშირებს.

„მოსამართლე დავით ჯუღელს უნდა, რაც შეიძლება ნაკლებად ესწრებოდნენ პროცესს საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები ან პოლიტიკოსები, რათა დარღვევები არ გამოაშკარავდეს. თუმცა, ჩვენ არ შევწყვეტთ კონტროლს ამ პროცესის მიმართ. მე გამეღიმა სხდომის მიმდინარეობის დროს, იმდენად სასაცილო შეკითხვები იყო“,- აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

მისივე თქმით, სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება, სადაც ბრალდების მხარე   მტკიცებულებების წარდგენას აგრძელებს.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები