კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ელიტ ელექტრონიქსის“ თანამშრომლები ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შენარჩუნებას სთხოვენ

25 აგვისტო, 2009

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვენ.

როგორც თანამშრომლების მიერ გავრცელებულ დღევანდელ მიმართვაშია აღნიშნული, მაღაზიათა ქსელი უკვე 5 დღეა დახურულია.

„ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან გვემუქრება უმუშევრობა. გვყავს ოჯახები, სადაც ძირითად ფინანსურ შემოსავალს ჩვენ უზრუნველვყოფთ“, - ნათქვამია მიმართვაში.

თანამშრომლების განცხადებით, მათ აქვთ სესხები და საკრედიტო ბარათები, აქედან გამომდინარე შესაძლოა,  ბევრი მათგანი საცხოვრებელი ბინისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პირობების გარეშე დარჩეს.

„დღეს მნიშვნელოვანია თითოეული სამუშაო ადგილი, ახლა კი 2000-ზე მეტი ადამიანი ვრჩებით უმუშევარი. როგორც ხელისუფლებას, ასევე, კომპანიის ხელმძღვანელობას გთხოვთ, დაგვეხმაროთ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში“, - აღნიშნავენ თანამშრომლები, რომელთა თქმითაც, ამ მოთხოვნით, კომპანიის სათავო ოფისთან ყოველ დღე, 13.00-დან 17.00 საათამდე შეიკრიბებიან.

„ელიტ ელექტრონიქსი“ ფინანსური პოლიციის მიერ დარიცხულ 7 მლნ ლარზე 2007 წლიდან სასამართლო დავებს აწარმოებს და პროცესი  ჯერაც არ დასრულებულა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით, საბანკო ანგარიშებს 2009 წლის 10 აგვისტოს  ინკასო დაედო. კომპანია ამ პერიოდში მაინც განაგრძობდა ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობას. 21 აგვისტოს კი, ფულის ამოღების მიზნით სავაჭრო ობიექტებზე საგადასახადო ინსპექცია შევიდა, რის გამოც კომპანიამ „ელიტელისა“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელი დახურა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები