კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული პოლიცია ოსებს ახალგორში არ უშვებს

25 აგვისტო, 2009

ქართული პოლიციის თანამშრომლები ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

ყვარლის რაიონის სოფელ წიწკანაანთსერში მცხოვრებმა ვლადიმერ ფლიევმა განაცხადა, რომ ახალგორში შესვლას ის რამდენჯერმე შეეცადა, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა მას ფაქტობრივი საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს.

„ყვარლის რაიონის გამგეობიდან ცნობაც კი ავიღე, რომ ახალგორში ნათესავის ოჯახში მივდიოდი, მაგრამ ქართველმა პოლიციელებმა ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე მაინც არ გადამიშვეს. მითხრეს, რომ ახალგორში მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიშვებდნენ, თუ იქ ჩემი ოჯახის წევრი იცხოვრებდა. ეს რა შეზღუდვაა, ვერ გავიგე“, - აღნიშნავს ვლადიმერ ფლიევი.

აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს.

ვლადიმერ ფლიევი ნათესავის ოჯახის მონახულებისათვის ახალგორის რაიონში გადასასვლელად დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები