კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჟიოტაჟის თავიდან აცილების მიზნით შალვა რამიშვილი 11 საათის ნაცვლად დილის 8 საათზე გაანთავისუფლეს

26 აგვისტო, 2009

ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი თავისუფალია. რამიშვილი, რომელიც სასჯელს რუსთავში იხდიდა, ციხიდან დღეს, 11:00 სთ-ზე უნდა გამოსულიყო, თუმცა როგორც თავად ყოფილმა პატიმარმა განაცხადა, პრეზიდენტ სააკაშვილის უშუალო ჩარევით იგი საპატიმროდან დათქმულ დროზე ადრე გაათავისუფლეს, რათა ამას ზედმეტი აჟიოტაჟი არ გამოეწვია.

„სააკაშვილმა ჩემი დათქმულ დროზე ადრე გამოშვება უზრუნველყო და დილის 08:00 სთ-ზე ექსკლუზიურად გამათავისუფლა. ამჟამად ოჯახის წევრებთან ერთად ვარ, ჯერჯერობით ბუნდოვნად აღვიქვამ რეალობას, თუმცა მოგვიანებით პრეს-კონფერენციას გავმართავ და ჟურნალისტების კითხვებს ვუპასუხებ, რომელიც მათ ალბათ, ჩემს მიმართ ბლომად დაუგროვდათ“ - განაცხადა რამიშვილმა და აქვე დასძინა, რომ პრეს-კონფერენციის დანიშვნის დროსთან დაკავშირებით მოგვიანებით, დღის განმავლობაში ჩამოყალიბდება.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მათ დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილის და კოხრეიძის დაკავება ფარული ვიდეოკამერით გადაღებული იმ ვიდეო-მასალის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს თავად ბექაურმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ შალვა რამიშვილს არაერთხელ შესთავაზეს ვადაზე ადრე გათავისუფლება და მას ამისათვის პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თხოვნის დაწერა მოსთხოვეს, თუმცა რამიშვილმა შეწყალებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

ცნობისათვის, შალვა რამიშვილი ცნობილი გადაცემის „დარდუბალას“ ავტორი და სცენარისტი იყო. რამიშვილი თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მეგობარიც იყო და „ვარდების რევოლუციაში“ საკმაოდ დიდი წვლილიც შეიტანა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები