კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციები ეკა ბესელიას ოჯახის წევრთა დაკავების შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ

26 აგვისტო, 2009

ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციები „მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას ოჯახის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემენ. კოალიციის „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარემ დავით ლილუაშვილმა განაცხადა, რომ უფლებადამცველები ამ ფაქტს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებულ მიზანმიმართულ ანგარიშსწორებად აფასებენ.

„ჩვენ ვაპროტესტებთ „მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას ოჯახის წევრებზე განხორციელებულ რეპრესიებს. სააკაშვილის რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ სპეციალურად შეთითხნილი ბრალდებებითა და რეპრესიული მეთოდებით ბესელიას ძმა სერგო ბესელია და შვილი რატი მილორავა დააკავა. აღსანიშნავია, რომ ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების დროს მთელი რიგი პროცესუალური ნორმები დაირღვა“, - განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ეკა ბესელიას ოჯახის წევრები ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. რატი მილორავა გირაოს გადახდის სანაცვლოდ გამოუშვეს, სერგო ბესელიას კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ამ თემაზე:

ქობულეთში ეკა ბესელიას შვილი და ძმა დააკავეს

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები