კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იმედიდან“ 140-მდე თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება

26 აგვისტო, 2009

ტელეკომპანია „იმედიდან“ 140-მდე თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. როგორც „პირველს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, „იმედში“ რეორგანიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა თანამშრომლების გათავისუფლება 1 სექტემბრის შემდეგ დაიწყება. ამასთან, წყაროს ცნობით, რეორგანიზაცია არხის საინფორმაციო სამსახურს ნაკლებად შეეხება და ძირითადად კონკრეტულ პროგრამებზე და ტექნიკურ პერსონალზე იქნება ორინეტირებული. რაც შეეხება არხის გენერალურ დირექტორს ბიძინა ბარათაშვილს, მისი თანამდებობიდან მოსალოდნელი გაშვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხული არ არის და ასეთ შემთხვევაში მისი ადგილი შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა კობა დავარაშვილმა დაიკავოს.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები