ბიძინა ბარათაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მისი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება.
„კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. 1-ელი სექტემბრიდან ახალი სტრუქტურა იქმნება. შეიქმნება მმართველთა საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მე ვიქნები და ოთარ შამათავა ამ საბჭოს ერთ-ერთი წევრი იქნება და ის ქართული სერიალის წარმოებას ჩაიბარებს, რაც შეეხება უშუალოდ დირექტორს, ამ თანამდებობაზე ოთარ ბუბაშვილი იმუშავებს, რომელიც ყოველდღიურ მენეჯმენტს უხელმძღვანელებს“, - განაცხადა ბიძინა ბარათაშვილმა.
განცხადება ბიძინა ბარათასვილმა არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა. გუშინ გავცელებული ხმების თანახმად ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურ დირექტორს ბიძინა ბარათაშვილსა და ოთარ შამათავას თანამდებობიდან გათავისუფლება ელოდათ.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“