კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

12 სულიანი ოჯახის თითოეულ წევრს 14 ლარით არსებობას აიძულებენ

27 აგვისტო, 2009

სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების სოციალური აგენტი გიორგი რობიტაშვილი სოფელ ჯაფარიძეში მცხოვრებ ქარსამაულების 12 სულიან ოჯახს საარსებო შემწეობის შეწყვეტით ემუქრება.

როგორც დარეჯან ქარსამაულმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის 12 წევრიდან მხოლოდ ის მუშაობს მეეზოვედ, რაშიც 160 ლარს უხდიან. „სახლი თავზე გვენგრევა. ისე გვიჭირს, რომ საწოლიც კი არ გვაქვს სამყოფი და მორიგეობით გვძინავს. მიუხედავად ამისა, დახმარებას არ მაძლევდნენ, სანამ თბილისში 6-ჯერ მაინც არ ჩამიყვანეს. ეხლა კიდევ სოციალური აგენტი მემუქრება, რადგან მუშაობ, დახმარება არ გეკუთვნის და უნდა შეგიწყვიტოო. 12 სულიან ოჯახს 160 ლარი ეყოფა? თვითონ 14 ლარად იცხოვრებენ ერთი თვე?“, - აღნიშნავს დარეჯან ქარსამაული.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ სამსახურში განაცხადეს, რომ ოჯახს რომელსაც შემოსავალი აქვს, საარსებო შემწეობა არ ეკუთვნის.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები