კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დანიშნვამ პროტესტი გამოიწვია

31 აგვისტო, 2009

„საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრად სადაო, „რკინის ხელის“ მქონე პოლიტიკოსი დანიშნა“ - იუწყება „რადიო თავისუფლების“ ქართული სამსახური.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჩო ახალია მხოლოდ 29 წლისაა და მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრია, საქართველოში მას ერთ-ერთ ყველაზე ხისტ და გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევენ.

27 აგვისტოს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა.

მანამდე ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილება „ჯარში მკაცრი ხელის არსებობის აუცილებლობით“ ახსნა.

ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა პროტესტი გამოსთქვეს.

როგორც ისინი ამბობენ, ახალაია ე.წ. “სიკვდილის ბრიგადების” აქტივობებში მონაწილეობდა, ხოლო ამ ბრიგადებს სააკაშვილი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ იყენებდა.

წყარო: - „რადიო თავისუფლება“

ახალი ამბები