კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის გამგებელი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს

31 აგვისტო, 2009

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვასილ დავითაშვილი უარს აცხადებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თელავის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულმა პირებმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ მას ნარკოლოგიური შემოწმების სურვილი არა აქვს. „არ გავივლი არც მე და არც ჩემს თანამშრომლებს გავატარებ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ ისინი დავამცირო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების „ახალი მემარჯვენეებისა“ და „კონსერვატორების“ თელავის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ნარკოლოგიური შემოწმების მოთხოვნით, ერთი თვის წინ გამოვიდნენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებლები არიან. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მეთვალყურეობით ჩატარდეს ნარკოლოგიური შემოწმება“, - განაცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ კახეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირების გაუფრთხილებელ ნარკოლოგიურ შემოწმებას, ცოტა ხნის წინ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისიც ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები