კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაბადების მოწმობის უქონლობის გამო რვა წლის ბავშვი სკოლაში ვერ მიდის

2 სექტემბერი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები ელენე ტურიაშვილი რვა წლის შვილიშვილისთვის დაბადების მოწმობის აღებას მეორე წელია უშედეგოდ ცდილობს. დაბადების მოწმობის გარეშე კი ბავშვს სკოლაში არ იღებენ.

ელენე ტურიაშვილის თქმით, გოგონას მამა პატიმარია, დედამ კი ბავშვი მიატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ბებია და შვილიშვილი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშნული სოციალური დახმარებით არსებობენ. „სოფლის საკრებულოს არაერთხელ მივაკითხე, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახურში კი დაბადების მოწმობის გაცემაზე უარი მითხრეს. ამ დოკუმენტის მისაღებად ბავშვის მშობლებმა უნდა მოგვაკითხონო. ყურადღებას არავინ მაქცევს და ბავშვმა წერა-კითხვა ხომ მაინც უნდა ისწავლოს. არ ვიცი რა გზას დავადგე“, - ამბობს ელენე ტურიაშვილი.

მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებაში მას ბავშვის გაშვილობილება შესთავაზეს, რაზედაც უარი თქვა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები