კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს 6 მოქალაქე ცხინავლის რეჟიმს ამ დრომდე არ გაუთავისუფლებია

2 სექტემბერი, 2009

ცხინვალის რეჟიმს ამ დრომდე არ გაუთავისფლებია საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ორი დღის წინ დააკავეს.
 
„დაკავებულები, სავარაუდოდ, ცხინვალში ჰყავთ. ეს ადამიანები ლამისყანისა  და ახმაჯის მაცხოვრებლები არიან. ჯერ სხვა დეტალები უცნობია და ვითარებაში გარკვევას ვცდილობთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა. 

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალი დაკავებულ ქართველებს ხვალამდე არ გაათავისუფლებს, ქართული მხარე აღნიშნულ საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე დააყენებს, რომელიც ხვალისთვის სოფელ ერგნეთშია დანიშნული.

საქართველოს მოქალაქეები 31 აგვისტოს კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. მათ ახალგორის რაიონიდან ძვირფასი ხის მასალების კონტრაბანდულად გატანა ედებათ ბრალად.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები