კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონსერვატორები: „თელავის რაიონის გამგებლის მიმართ სს საქმე იყო აღძრული“

2 სექტემბერი, 2009

„ახალი მემარჯვენეებისა“ და კონსერვატიული პარტიის თელავის ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებლის ვასილ დავითაშვილის მიმართ, ცოტა ხნის წინ, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

„ვასილ დავითაშვილი 2002-2005 წლებში ქალაქ თელავის მერად მუშაობდა. დაზუსტებული ინფორმაციით, რევოლუციის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველო დავითაშვილს მერად მუშაობის დროს დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა. თვითონ მაქვს ნანახი, როგორ დადიოდა დავითაშვილი სამმართველოში დაკითხვებზე. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ თუ ის დატოვებდა მერის თანამდებობას, მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს მსვლელობა აღარ მიეცემოდა. დავითაშვილმა თანამდებობა დატოვა, თუმცა 2009 წლის გაზაფხულზე ის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლად დაამტკიცა. რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ თელავის გამგებელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხებს ისევ არამიზნობრივად არ გახარჯავს?“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კონსერვატორების წარმომადგენელმა გიორგი დალაქიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა. „ტყუილია. არ ვიცი საიდან იგონებენ. ვერ გაიგეთ, რომ ყველაფრით არ უნდა დაინტერესდეთ?“, - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები