კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში მეეზოვეები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

3 სექტემბერი, 2009

გურჯაანის კომუნალური სერვისის 60-ზე მეტი თანამშრომელი 2009 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეების ხელფასების გადახდას ითხოვს. მეეზოვეები აცხადებენ, რომ თუ კომპანია მათ სახელფასო დავალიანებას რამდენიმე დღეში არ დაფარავს, ისინი პროტესტის ნიშნად, ქალაქის დასუფთავებაზე უარს იტყვიან.

გურჯაანის კომუნალურ სერვისში სულ 65 ადამიანია დასაქმებული. აქედან ქალაქის დასუფთავებას 45, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დაცვა-დასუფთავებას 20 ადამიანი ემსახურება. აღნიშნული ორგანიზაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, გამგეობას კომუნალური სერვისის მიმართ დავალიანება არ აქვს. კომუნალური სერვისის ბუღალტერი ლამარა ღირსიაშვილი განმარტავს, რომ სახელფასო დავალიანების წარმოშობის მიზეზი საგადასახადო დავალიანებაა, რომელიც კომპანიას კახეთის საგადასახადო ინსპექციამ დააკისრა. მეეზოვების თქმით კი, კომუნალური სამსახურის უფროსი დავით იმერლიშვილი თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, რის გამოც თანამშრომლებს ხელფასების მიღებასთან დაკავშირებით მუდმივად პრობლემები აქვთ. მეეზოვეების ბრალდებას დავით იმერლიშვილი კატეგორიულად უარყოფს.

მეეზოვის ყოველთვიური ხელფასი 70 ლარია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები