კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კულტურის სამინისტროსთან ახალგაზრდები საპროტესტო აქციებს გამართავენ

4 სექტემბერი, 2009

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში მდებარე, მე-8 საუკუნეში აშენებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის, ე.წ. „ყოვლადწმინდის“ დასაცავად, გურჯაანელი ახალგაზრდები უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების მიზანი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის იმის გაგებინებაა, რომ „ყველაწმინდა“ ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მის გადასარჩენად შესაბამისმა სამსხურებმა დაუყოვნებლივ უნდა იზრუნონ.

შეგახსენებთ, რომ ტაძარი მრევლისთვის უკვე რამდენიმე თვეა დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის სახურავიდან აგურები ცვივა და იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან სახურავის ნებისმიერ დროს ჩამოქცევაა მოსალოდნელი, მონასტერში მოღვაწე ბერები ტაძარში წირვა-ლოცვას მაინც აღავლენენ. კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა განცხადებით, ეკლესიას სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, VIII-IX საუკუნეების უნიკალური ძეგლი, შესაძლოა, დაინგრეს.

„ყოვლადწმინდა“, სადაც ამჟამად მამათა მონასტერი ფუნქციონირებს, ერთადერთი მოქმედი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოსა და მსოფლიოს ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სამყაროში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები