კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სიღნაღის საავადმყოფოს დირექტორის მიმართ სს საქმის აღძვრას ითხოვს

7 სექტემბერი, 2009

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისი შპს „ჯანმრთელობა“ - სიღნაღის საავადმყოფოს დირექტორის გოგი ნიკვაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საჩივრით კახეთის საოლქო პროკურატურას დღეს მიმართა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ „ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით, 2007 წელს, სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობა გარემონტდა და ცენტრი ახალი სამედიცინო აპარატურითა და მასალებით აღიჭურვა. წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლის მომსახურებაც ქალაქ წნორში მცხოვრებ 6 ათასზე მეტ ადამიანზე იყო გათვლილი, ორი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. მთავარი ექიმი გოგი ნიკვაშვილი ექიმებს ცენტრში შესვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევდა, რაც დადასტურებულია ექიმების წერილობითი ახსნა-განმარტებებით. ექიმების თქმით, ნიკვაშვილმა მათ არაერთხელ უთხრა, რომ შეობაში შესვლა თუ უნდოდათ, კარი გაეტეხათ და ისე შესულიყვნენ. ექიმები საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაში, რამდენიმე დღის წინ, სპეციალური კომისიის თანდასწრებით შევიდნენ. აღმოჩნდა, რომ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა და სხვა სამედიცინო მასალები გატანილია“.

შპს „ჯანმრთელობას“ დირექტორი გოგი ნიკვაშვილი წნორის საოჯახო მედიცინის ცენტრის გაქურდვას უარყოფს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც აღნიშნული საქმით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაინტერესდა, ნიკვაშვილმა კარდიოგრაფიის აპარატი და გლუკომეტრი, შპს „ჯანმრთელობას“ ლაბორანტის მეშვეობით, საოჯახო მედიცინის ცენტრს დაუბრუნა. სხვა ტექნიკა და მასალები კი ამ დრომდე არ ჩანს.

გოგი ნიკვაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია და გავლენიანი თანამდებობის პირებთან ახლო ურთიერთობა აქვს. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, სამედიცინო დაწესებულების მთავარი ექიმი სს პასუხისგებაში მისაცემად.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები