კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ახვლედიანი - ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საზოგადოებაზე გაიმარჯვა

7 სექტემბერი, 2009
ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საზოგადოებაზე გაიმარჯვა და სწორედ ამას უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების გათავისუფლება.
ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატმა“, გიორგი ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეეძლო, გამოხმაურების გარეშე დაეტოვებინა ეს ფაქტი, რადგან სანდრო გირგვლიანის მკვლელობა სწორედ მათ მიერ დაკომპლექტებული „იმედის“ ჯგუფის საშუალებით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

დეპუტატ გიორგი ახვლედიანის განცხადებით, საქმის გამოძიება თავიდან არასწორად წარიმართა და მსჯავრდებულები იყვნენ მხოლოდ დანაშაულის შემსრულებლები, დამკვეთები კი დღესაც თავისუფლები არიან.

„ქრისტიან-დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ საქართველოში დადგება დრო, როდესაც სათანადოდ აგებენ პასუხს, როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელები, ისე - დამკვეთები.
რაც შეეხება გათავისუფლების ფაქტს, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საზოგადოებაზე გაიმარჯვა და სწორედ ამიტომ მიიღო საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითიყვნენ გასამართლებულები, რომელიც სასჯელს სხეულის განზრახ ისეთი დაზიანებისთვის ითვალისწინებს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

 ალანიას, ბიბილურიძეს, ღაჭავასა და აფციაურს გირგვლიანის მკვლელობაში 2006 წლის ივლისში დაედოთ მსჯავრი. ალანიას 8, ბიბილურიძეს, ღაჭავასა და აფციაურს კი 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ. მოგვიანებით მათ სასჯელი გაუნახევრდათ.

ორი დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შუამდგომლობით სასჯელის შემსუბუქება სანდრო გირგვლიანის მკვლელებაში მსჯავრდებულებსაც შეეხოთ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები