კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გია ცაგარეიშვილი გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებას აპროტესტებს

7 სექტემბერი, 2009
თაკო ხუციშვილი

დღეს  პარლამენტის წევრმა გია ცაგარეიშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მან დამნაშავეების განთავისუფლების ფაქტი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მათ მკვლელებისთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ: „მათ 4 ყველაზე პრობლემური ადამიანი ჰყავდათ ციხეში, რომლებმაც სააკაშვილის, მერაბიშვილის და მთელ ნაციონალური მოძრაობის ცოდვა თავის კისერზე აიღეს. რა თქმა უნდა, სააკაშვილს და მერაბიშვილს მათ მიმართ ვალდებულება აქვთ, ამიტომ ყველანაირად ეცადნენ სასჯელი შეემსუბიქებინათ. თუ მეტყვით სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაკავებული რამდენი პატიმარია შეწყალებული ამ 6 წლის მანძილზე? ამ ოთხის გარდა ვერცერთს ვერ ნახავთ“.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო სასჯელს 4 პატიმარი იხდიდა. 2008 წლის 23 ნოემბერს მათ სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო ორი დღის წინ პრეზიდენტის შეწყალებით პირობით გაათავისუფლეს. სასჯელს ისინი მონასტერში მოიხდიან.

„ისინი ისე იცხოვრებენ მონაზვნურად, როგორც მოიხადეს სასჯელი აშიშხინებუილი მწვადების და ღრეობის ფონზე. თუ გაგიგონიათ სადმე სასჯელარსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიდიოდეს პატიმრებთან, ხორაგით და ყუთებით დატვირთული? პატიმრებს ჯიბეში ფულებს უდებდეს? პატიმრები ციხიდან ღამის საათებში გამოდიოდნენ და საკუთარ ოჯახებში მიდიოდნენ, ეს მარტო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება ხდებოდეს“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

პარლამენტარის თქმით ეს ადამიანები არიან დამნაშავეები და შეწყალების თუ სასჯელის ფორმის შეცვლის მიუხედავად საზოგადოების თვალში მუდმივად მკვლელებად დარჩებიან: „ჩვენს ქვეყანაში არსებობს სასამართლო, კონსტიტუციურად გათვალისწინებული სტრუქტურა, მაგრამ არის სხვა უფრო დიდი სამსჯავრო, რომელსაც ხალხის სამსჯავრო ჰქვია, ეს ადამიანები ხალხის მეხსიერებაში ყოველთვის  მკვლელებად დარჩებიან და ვერც ისინი და ვერც მათი მფარველები ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავენ. ჩემი აზრით, მფარველები გაცილებით საშიშნი არიან ვიდრე შემსრულებლები იმიტომ, რომ შემსრულებლები მიდიან და მოდიან დამკვეთები კი სამწუხაროდ რჩებიან“ - აღნიშნა დეპუტატმა.


ახალი ამბები