კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრიარქო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

8 სექტემბერი, 2009

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, პატრიარქის კურთხევით, ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების მონასტერში გაგზავნის თაობაზე.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს ზოგიერთ ინტერნეტ და საგაზეთო გამოცემაში მიზანმიმართული ანტიეკლესიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო. გუშინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია პატრიარქის კურთხევით მონასტერში ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების მონასტერში გაგზავნასთან დაკავშირებით. ამ მორიგმა დეზინფორმაციამ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია. უნდა განვაცხადოთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქს არც მათ ვადამდელ გათავისუფლებასთან აქვს რაიმე კავშირი და არც რომელიმე მონასტერში გაუგზავნია ისინი“, - განაცხადა საპატრიარქოს პრესმდივანმა, მამა დავით შარაშენიძემ.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები