კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფილიპინებზე დაკავებული ქართველი მეზღვაურები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

8 სექტემბერი, 2009

ფილიპინებზე დაკავებული ქართველი მეზღვაურები მძიმე მდგომარეობაში არიან და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დაკავებულმა, თამაზ მალაყმაძემ ტელეფონით მანილადან აცნობა.

„ჩვენ მანილას საემიგრაციო ბანაკში ვართ, აქ საკვებისა და წყლის უკმარისობაა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. თუმცა, ამ დრომდე ვითარების გასარკვევად და ჩვენს დასახმარებლად არავინ მოსულა. 4 დღის წინ კი მანილას ბანაკში მყოფი 13 დაკავებული ქართველიდან 5 წაიყვანეს და მათი ადგილ-სამყოფელის შესახებ არაფერი ვიცით“, - განაცხადა თამაზ მალაყმაძემ.

 ფილიპინებზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ეკიპაჟის 13 წევრიც საქართველოს მოქალაქეა, 17 აგვისტოს დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, გემს კონტრაბანდული იარღაი გადაჰქონდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები