კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გირგვლიანის მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის შვილი შესაძლოა, რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს

8 სექტემბერი, 2009

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდებულის ჩვილი ბავშვი შესაძლოა, რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წვერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მოხარულია ბავშვის დაბადებით, მაგრამ აინტერესებს, როგორ მოახერხა პატიმარმა, რომ 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ მას სახლში ჩვილი ბავშვი დახვდა.

„ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ხანგრძლივი პაემნები ვერ ხორციელდება და ვადიან თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელიც მოთავსებულია პენიტენციურ უწყებაში, ოჯახთან ურთიერთობის შესაძლებლობა არა აქვს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი უფლებაშეზღუდული პატიმარი საქართველოში ათეულობით ათასია.

„ეს საკითხი სცილდება ჩემს მიერ წარმოდგენილ საკითხს და ექვემდებარება მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს, თუკი რომელიმე პატიმარს რეალურად მიეცა იმის შანსი, რა უფლებითაც სხვა პატიმრები ვერ სარგებლობენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა, თუმცა ბავშვის „ჩასახვის“ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სავარაუდოდ, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები