კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ ნაბაკევში ქართული სკოლა დაარბიეს

8 სექტემბერი, 2009

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, შეიარაღებულმა პირებმა აფხაზეთის #13 საჯარო სკოლა დაარბიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მედია-ცენტრი ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სკოლაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. ინციდენტის მიზეზი ქართული წარწერა გახდა, რომლითაც სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავდა.

პედაგოგებმა სცადეს აეხსნათ აგრესორებისთვის, რომ ეს ქართული სკოლა იყო და ჰქონდათ უფლება, ქართულად მისალმებოდნენ მოსწავლეებს, რასაც მათი მხრიდან ყვირილი და მუქარა მოჰყვა. მოგვიანებით აგრესორებმა ჩამოგლიჯეს ქართული წარწერა და დატოვეს სკოლის ტერიტორია.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ოკუპანტები და სეპარატისტები განსაკუთრებით სასწავლო წლის დაწყების შემდეგ გააქტიურდნენ.

„ვითარება გალის რაიონში რთულია, რუსი ოკუპანტები კონფლიქტურ რეგიონში ვითარებას ყოველდღიურად ძაბავენ, რაც საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას სერიოზულად აფერხებს. რუსიფიკაციის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის  აფხაზეთში როგორც ქართული, ასევე აფხაზური ენის განვითარებას“,- განაცხადა დალი ხომერიკმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები