კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა კუკავა ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესზე განსაკუთრებულ კონტროლს ითხოვს

8 სექტემბერი, 2009

„კონსერვატიული“ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კუკავამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც პოლიტიკური პატიმრების თემას შეეხო. კუკავამ განსაკუთრებული ყურადღება ვლადიმერ ვახანიას საქმეზე გაამახვილა.

მისი თქმით, წინასწარი გამოძიება საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატარდა. „ამოღებულ იარაღზე არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა. ამასთან, პირებმა, რომლებიც საქმეში ფიგურირებდნენ დამსწრეებად, განაცხადეს, რომ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ ჩხრეკაში და ოქმზე ხელმოწერები გაყალბებულია. ოქმზე ყალბი ხელმოწერების არსებობის ფაქტი ექსპერტიზამაც დაადასტურა“ - განაცხადა კუკავამ.

კუკავასვე განცხადებით ეს საქმე არის უპრეცედენტო, იმ თვალსაზრისით, რომ მოწმე, რომლამაც აღიარა ჩხრეკის ოქმზე არსებული ხელმოწრების სიყალბე, გასულ კვირას დააკავეს. „ყველა პოლიტიკური პროცესი  საქართველოში პრაქტიკულად ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობს, მაგრამ ეს საქმე არის უპრეცედენტო. ამ ფაქტს, მოჰყვა არა განსასჯელის დაუყონებლივი გამართლება, რასაც გააკეთებდა ნებისმიერი ოდნავ მაინც მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, არამედ მოწმე ჩიქოვანის დაკავება“.

განსასჯელმა და მისმა ადვოკატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს სასამართლო სხდომას, რომელიც ზუგდიდში დღეს უნდა განახლებულიყო. „რა აზრი აქვს იმ სასამართლო პროცესზე დასწრებას, სადაც აპატიმრებენ ნებისმიერ მოწმეს, რომელიც არ იძლევა ბრალდებისათვის სასარგებლო ჩვენებებს“, -განაცხადა კუკავამ.

კონსერვატიული პარტიის მდინავი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა განსაკუთრებული კონტროლი დაწესდეს ვახანაიას სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია 2009 წლის 11მარტს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვასა და გაზეთ „სამეგრელოს ქრონიკის“ ჟურნალისტ ლელა ხუბულავაზე ზეწოლის გამო დააპატიმრეს.

თაკო ხუციშვილი

ახალი ამბები