კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

10 შვილის დედამ ქუთაისის მერიაში მჯდომარე აქცია დაიწყო.

9 სექტემბერი, 2009

მარინე დახუნდარიძემ პროტესტის ამ ფორმა მას შემდეგ მიმართა, რაც ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს აკაკი ბობოხიძეს ვერ შეხვდა. შესაბამისად, მჯდომარე აქცია მან ბობოხიძის ქუთაისის ბიუროს მისაღებში დაიწყო.

„ერთი წელია, ჩვენს მიერ არჩეულმა დეპუტატმა 10 წუთი ვერ გამონახა შესახვედრად“, -განაცხადა ჟურნალისტებთან მარინე დახუნდარიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტართან შეხვედრა იმიტომ სურდა, რომ მისთვის კორუმპირებული ჩინოვნიკების შესახებ მასალები მიეწოდებინა. კონკრეტულად, აქციის მონაწილე ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსს, გიზო თავაძეს უპირისპირდება, რომელმაც, დახუნდარიძის ინფორმაციით, მრავალშვილიანი დედების დახმარება მიითვისა და თავის დროზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე სათავისოდ ჩაფარცხა.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, რომ 10-შვილიან დედას აკაკი ბობოხიძე არაერთხელ შეხვდა და მზად არის, ახლაც მოუსმინოს, თუმცა დეპუტატი დღეს ქუთაისში არ იმყოფება.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები