კომპანია „ბილაინი“ „ლეიბორისტების“ განცხადებას ეხმიანება
09.09.2009
კომპანია „ბილაინის“ წარმომადგენელმა, თეონა ბაღდავაძემ განუცხადა, კომპანიის ყველა საბაზო სადგურს, ისევე, როგორც თემქის დასახლებაში არსებულს, აქვს სანიტარული პასპორტი, რომელიც განსაზღვრავს სადგურის ელექტრო-მაგნიტურ ველს ზღვრულად დასაშვებ დონეზე.
„გარდა ამისა, თემქის მოსახლეობის მოთხოვნით, ამ საბაზო სადგურთან დაკავშირებით კომპანიამ ჩაატარა დამოუკიდებელი ლაბორატიული ექსპრტიზა და დადგინდა, რომ ენერგიის ნაკადის სიმკვრივის დონე 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები ნორმები“, - აღნიშნა ბაღდავაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერებმა დღეს თემქაზე მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართეს და „ბილაინის“ ანტენის დემონტაჯი მოითხოვეს.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას